ქარ

პასუხისმგებლიანი თამაში

კაზინო ბლექ ოპალი მიზნად ისახავს შექმნას უსაფრთხო, კომფორტული და პასუხისმგებლიანი გარემო სტუმრებისათვის. პასუხისმგებლიანი თამაში არის ძირითადი საფუძველი გემბლინგის დადებითი გამოცდილებისათვის.

გაიდლაინები პასუხისმგებლიანი თამაშისთვის

  1. გემბლინგი, როგორც გართობის ფორმა
    ჩვენ ყოველთვის ვურჩევთ ჩვენს სტუმრებს, რომ ითამაშონ მხოლოდ სიამოვნებისთვის. არ არის სწორი გემბლინგის არჩევა, როგორც შემოსავლის წყარო. აუცილებელია, ითამაშოთ თქვენი პირადი სახსრებით და აუცილებლად მხოლოდ გართობის/რეკრეაციის მიზნით.
  2. ლიმიტისა და ბიუჯეტის დაწესება
    ერთერთი მთავარი რჩევა პასუხისმგებლიანი თამაშისთვის, არის ის, რომ დააწესოთ ბიუჯეტი ან გარკვეული თანხის ლიმიტი, რომელსაც არ გადასცდებით თამაშის დროს. გემბლინგი არასდროს უნდა გიშლიდეთ ხელს ყოველდღიურ ცხოვრებაში და არ უნდა გიქმნიდეთ ფინანსურ პრობლემებს.
  3. დროის მენეჯმენტი
    აუცილებელია შეისვენოთ ხოლმე. პასუხისმგებლიანი თამაში ასევე გულისხმობს იმ რისკებისა და ფსიქოლოგიური გავლენების გაანალიზებას, რომელიც თან ახლავს გემბლინგს. დიდი ხანი თამაში არ არის რეკომენდირებული. ამიტომ, დაისახეთ გარკვეული დროის მონაკვეთები, რის შემდეგაც აუცილებლად აიღებთ პაუზას თამაშისგან.

პასუხისმგებლიანი თამაშის რესურსები – თბილისის კაზინოები

უმეტესობა კაზინო თბილისში სტუმრებს სთავაზობს არაერთ პროგრამას და რესურს იმისთვის რომ ითამაშონ პასუხისმგებლობით.

Self-Exclusion პროგრამები
ასეთი სერვისები ერგება მოთამაშეების ინდივიდუალურ საჭიროებებს, მოთხოვნებს და პრობლემებს. თქვენ შეგიძლიათ, მოითხოვოთ გარკვეული შეზღუდვების დაწესება თქვენს თამაშებზე კაზინო ბლექ ოპალში.

დეპოზიტის და წაგების ლიმიტები
თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დააწესოთ ლიმიტები დეპოზიტსა და წაგებულ თანხებზე. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ ვეღარ განაგრძობთ თამაშს. ლიმიტების საშუალებით თქვენ მეტი კონტროლი გეძლევათ სათამაშო ხარჯებზე.

პროფესიონალური დახმარება
ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას და წვდომას იმ პროფესიონალური ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შესახებ, რომლებიც გაგიწევენ შესაბამის დახმარებას პრობლემური გემბლინგის შემთხვევაში.

როგორ ამოვიცნოთ პრობლემური გემბლინგის ნიშნები

პრობლემურ გემბლინგს ბევრი გამოხატვის გზა და სახეობა აქვს. მაგალითად, ითამაშო იმაზე მეტი ვიდრე ფინანსები ამის საშუალებას გაძლევს, ცდილობდე წაგებული ფულის უკან დაბრუნებას ისევ თამაშით, ან უარყოფდე პასუხისმგებლობებს, რომლებიც თან ახლავს გემბლინგს – ეს პრობლემური გემბლინგის ნიშნებია.

ჩვენ ვურჩევთ სტუმრებს, რომ მიაქციონ ყურადღება საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობას და თამაშისადმი ჯანსაღ დამოკიდებულებას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამოიცნობენ პრობლემური გემბლინგის ნიშნებს საკუთარ თავში, აუცილებლად მიმართონ შესაბამის ზომებს.

დამატებითი რესურსები დახმარებისთვის

თბილისის კაზინო ბლექ ოპალი თანამშრომლობს არაერთ ორგანიზაციასთან, რომელიც ხელს უწყობს პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას და პრობლემურ გემბლინგთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე ასეთი ორგანიზაცია, რომლებსაც შეგიძლიათ მიმართოთ დახმარებისთვის:

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს.